ანკარაში აცხადებენ, რომ ქურთებმა შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენონ

“ქურთთა მუშათა პარტიის” წევრებმა, შესაძლოა, სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენონ და მის გამოყენებაში ბრალი ანკარას დასდონ.

ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აქარმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, თურქეთს ქიმიური იარაღი არ გააჩნია, რაც ყველასთვის ცნობილი ფაქტია.

„ანკარა არა მხოლოდ თურქეთის მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, არამედ სირიის მშვიდობიან მოქალაქეებზეც, მიუხედავად მათი რელიგიური თუ ეროვნული კუთვნილებისა“, – აღნიშნა აქარმა.

მისივე თქმით, თურქეთის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ სირიის ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ ობიექტებს ზიანი არ მიადგეს.

ანქარმა ასევე აღნიშნა, რომ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქურთთა პარტიის წევრები მშვიდობიან მოქალაქეებს ესხმიან თავს, რომ შეიქმნას განცდა, რეგიონში „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხის არსებობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები