2011 წლიდან დღემდე საოკუპაციო ხაზის გავლების 155 შემთხვევაა აღრიცხული – მაკკეინის ინსტიტუტის კვლევა(ვიდეო)

მაკკეინის ანალიტიკურმა ინსტიტუტმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ბორდერიზაციაზე ვიდეო მოამზადა.

ვიდეოში ნათქვამია, რომ 2011 წლიდან დღემდე საოკუპაციო ხაზის გავლების 155 შემთხვევაა აღრიცხული, ბოლო წლებში კი უფრო მომრავლდა უკანონო ქმედებები.

32 შემთხვევა- 2017 წელს;

24 შემთხვევა- 2018 წელს;

24შემთხვევა- 2019 წელს.

მავთულხლართებისა და სხვა არალეგალური ღობეების საერთო სიგრძე ოკუპირებულ აფხაზეთთან – 48, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან 53 კილომეტრია.

ვიდეოში აღნიშნულია, რომ ბორდერიზაციის პროცესი მკაფიო დარღვევაა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა და ჰუმანიტარული ტრაგედიაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. რადგან ბორდერიზაციის პროცესი უზღუდავს ადგილობრივ მოსახლეობას წვდომას საკუთარ მიწა-წყალზე, სახლზე, მეურნეობაზე, ზღუდავს გადაადგილებას და ურთიერთობებს ხაზს იქით.

მაკკეინის ინსტიტუტმა აღნიშნული ვიდეო The Heritage Foundation-თან და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) ერთად მოამზადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები