აშშ-ის კონგრესმა სირიიდან ჯარის გაყვანა დაგმო – კანონმდებლები ტრამპს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ სირიიდან ჯარის გაყვანის შესახებ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო.

კანონმდებლებმა რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც ტრამპს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

რეზოლუციას მხარი 354 კონგრესმენმა დაუჭირა, 60 წინააღმდეგი იყო.

დოკუმენტი ასევე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიფ ერდოღანისადმი მოწოდებას შეიცავს, რომ ქურთებზე შეტევა შეაჩეროს და სირიის საკითხზე არსებული შეთანხმება შეასრულოს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთით ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო.

მანამდე, დონალდ ტრამპმა სირიიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ქურთები კი, სირიაში აშშ-ის მოკავშირეებად ითვლებოდნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკითხში.

თუმცა დღეს, ტრამპი აცხადებს, რომ ქურთების მუშათა პარტია „ისლამურ სახელმწიფოზე“ საშიში და სასტიკია, „ამაზე არავინ საუბრობს, ქურთები ანგელოზებად გამოჰყავთ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები