კატალონიაში არეულობა გრძელდება – დამწვარია მანქანები, დაიცხრილა ვერტმფრენი, პოლიციის წინააღმდეგ მჟავა გამოიყენეს

ბარსელონაში გვიან ღამით არეულობა ძალადობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა ათობით ავტომობილი დაწვეს, პოლიციის წინააღმდეგ გამოიყენეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და მჟავა, ასევე საპოლიციო ვერტმფრენს პიროტექნიკის რაკეტები ესროლეს.
El Pais.წერს, რომ ქალაქის ცენტრში 45-მდე ხანძარი იყო.
სულ მცირე 20 ადამიანია დაკავებული, 52-ს სამედიცინო დახმარება დასჭირდება.


აქციაზე 22 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.
შეტაკება იმ დროს მოხდა, როდესაც მსვლელობა შსს-ს შტაბთან გადაინაცვლა.
ახალგაზრდების ჯგუფი ასევე ნაგვის ურნებს უკიდებდა ცეცხლს.
აქციის დროს სულ მცირე 24 პოლიციელი დაშავდა.
შეტაკებები ასევე მოხდა ტარაგონაში, ჟირონასა და ლერიდეში.
ესპანეთის შსს უახლოეს დღეებში კატალონიაში დამატებით 200 სპეცრაზმელის გაგზავნას გეგმავს.
ეროვნული პოლიცია აეროპორტის, ბარსელონას პორტის და სარკინიგზო კომპანიის რამდენიმე სადგურის დაცვაზე აიღებს პასუხისმგებლობას. ასევე ვანდელოსსა და ასკოში ატომური ელექტროსადგურების დაცვა გაძლიერდება.
სამი დღის საპროტესტო აქციების შედეგად 250-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.
კატალონიაში საპროტესტო აქციები 14 ოქტომბერს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის შემდეგ დაიწყო. სასამართლომ კატალონიელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც 2017 წლის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი დააორგანიზეს, 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
რეგიონის ყოფილ თავმჯდომარეზე კარლეს პუჩდემონზე კი ევროპის ორდერი მეორედ გაიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები