რუსულმა ავიაკომპანიამ ქუთაისის მიმართულებით ფრენის უფლება მიიღო

რუსულ ავიაკომპანია „სიბირს“ ქუთაისის მიმართულებით რეგულარული ფრენების უფლება მიეცა. როგორც lenta.ru რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. რეისები მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით კვირაში 7-ჯერ შესრულდება. ავიაკომპანია „სიბირის“ წარმომადგენლის ნადეჟდა ხაიტონოვას განცხადებით, ფრენის უფლება „სიბირმა“ ავიაკომპანია „გლობისის“ ნაცვლად მიიღო, რომელიც „სიბირთან“ გაერთიანდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენა 8 ივლისიდან აუკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები