“მოსახლეობის 71 %_ზე მეტის არჩევანია, მოხდეს საქართველოს ნატოში ინტეგრაცია” – სამეგრელოში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ნატოს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდში, საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ანა ცანავამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

“ოქტომბერი გამოცხადებულია ნატოს თვედ და დღეს შეხვედრა გვაქვს ზუგდიდში გუბერნიის, მერებისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან. მივაწოდეთ ინფორმაცია დამსწრეებს, ნატო საქართველოს ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე” – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ. შეხვედრას სამეგრელო ზემო-სვანეთის ვიცე-გუბერნატორი დავით ფარცვანია, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. “აღნიშნული შეხვედრების ფორმატი, მნიშვნელოვანია. იყო საკმაოდ აქტიური ჩართულობა დამსწრე საზოგადოების მხრიდან. თქვენ. იცით, რომ მოსახლეობის 71 %_ზე მეტის არჩევანია, მოხდეს საქართველოს ნატოში ინტეგრაცია. აღსანიშანვია ისიც, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრირება მიმართულია გლობალური უსაფრთხოებისკენ და არა ვინმეს საფრთხისაკენ.ყველას მოვუწოდებ იენს სტოლტენბერგის სიტყვებით, მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში” – აღნიშნა ვიცე-გუბერნატორმა დავით ფარცვანიამ .

მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები