მოძრაობა “შეაჩერეს“ წევრები სოფელ ატოცში, ე. წ სასაზღვრო ზოლთან, ოკუპაციას აპროტესტებენ

ამ წუთებში მოძრაობა „ შეაჩერეს“ წევრები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, ე. წ სასაზღვრო ზოლთან, ოკუპაციას აპროტესტებენ .

როგორც “რეგიონულ კვირასთან” საუბარში მოძრაობის წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა განაცხადა , მათ ჩასვლის მიზეზი გუშინ, დავით ქაცარავას მიერ გავრცელებული განცხადება გახდა .

ბიძინაშვილის თქმით , მოძრაობის წევრები სიტუაციის ადგილზე გაცნობის მიზნით ყობისკენ აპირებდნენ წასვლას, თუმცა სოფელში შესვლა ვერ მოახერხეს .

“გუშინ დავით ქაცარავას მიერ გავრცელებული სტატუსი ვნახეთ, ვიყავით სულ საინფორმაციო ვაკუუმში, სახელმწიფოს მხრიდან არ გაკეთდა განცხადება ყობისში არსებული ვითარების შესახებ . სწორედ ამის გასარკვევად ჩამოვედით . დრონით ვნახეთ კადრები , სადაც პირდაპირ ჩანს , როგორ მუშაობენ რუსი ოკუპანტები და როგორ გაჰყავთ გზა საბადოებისკენ . გავაპროტესტეთ მცოცავი ოკუპაცია . გავაპროტესტეთ თავდაცვის მინისტრის განცხადება , რომელმაც განაცხადა , რომ „ ქართული ოცნება „ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც სახელმწიფო მიწები არ დაკარგაო , თუმცა ჩვენ ვხედავთ , რომ ყოველდღიურად იმდენ მიწას ვკარგავთ მცოცავი ოკუპაციის შედეგად , რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც არ დაგვიკარგავს”, – განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

როგორც სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა “ძალა ერ­თო­ბა­ში­ასლი­დე­რი და­ვით ქა­ცა­რა­ვა ამბობს, ოკუპანტების ტექნიკა ყობის სასაზღვრო ზოლის მიმდებარედ მუშაობს და ნებისმიერი სცენარის განვითარებაა მოსალოდნელი.

“ეს ახალგაზრდები ჩამოვიდნენ ჩვენს მხარდასაჭერად. ისინი მზად არიან შიშველი ხელებით დაიცვან სამშობლო. ახალა ვიმყოფებით ატოცის ბაზაზე და დრონით ვაკვირდებით ყობის მიმდებარედ,  საოკუპაციო ზოლის გავლების პროცესს. ეს ახალგაზრდები ჩვენი გუშინდელი აქტივობის შედეგად ჩამოვიდნენ . ახლაც ვაკვირდებით და ვხედავთ,  რომ ოკუპანტების ტექნიკა ყობის სასაზღვრო ზოლის მიმდებარედ მუშაობენ და ნებისმიერი სცენარის განვითარებაა მოსალოდნელი. ამ დროისთვის პოლიციას აქვს გადაკეტილი სოფელში შესასვლელი გზა და არავის უშვებს, “- განაცხადა დავით ქაცარავამ.

სოფელ ყობის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული კი აცხადებს, რომ ის ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა სოფელში, სადაც ადგილობრივებს ესაუბრა და გაარკვია, რომ რუსი ოკუპანტები ე. წ სასაზღვრო ზოლის მიჯნაზე მუშაობენ.

” ეს წუთია ყობიდან მოვდივარ , ვესაუბრე ადგილობრივებს . ვითარება არის უცვლელი , რუსი ოკუპანტები მუშაობენ ე. წ სასაზღვრო ზოლის მიჯნაზე და მათი მხრიდან ე. წ საზღვრის დარღვევა არ შეიმჩნევა. რა საჭიროა ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ხაზგასმით ვამბობ , რომ ყობში ვითარება არის უცვლელი“ – განაცხადა  ვაჟა ლომიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები