ომბუდსმენი მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მხარს უჭერს თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ორი წლის განმავლობაში გამოძიებამ ამ საქმესთან დაკავშირებით შედეგი ვერ აჩვენა.
„ორი წელი გახდება ძალიან მალე, რაც მიმდინარეობს გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით და ეს გამოძიება არ დასრულებულა. ამიტომ, იქედან გამომდინარე, რომ ორი წლის განმავლობაში გამოძიებამ ვერ დადო შედეგები, ვფიქრობ, ნამდვილად დღეს უკვე არის დროული და სწორი, რომ პარლამენტმა იმსჯელოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. მე მხარს ვუჭერ ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, მართებული იქნება თუ პარლამენტი დაუჭერს მხარს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები