თამარ ჩუგოშვილი: შეიქმნება თუ არა მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია, ეს დამოკიდებულია პარლამენტის წევრებზე

“შეიქმნება თუ არა მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია, ეს დამოკიდებულია პარლამენტის წევრებზე. თუ 50 დეპუტატი მხარს დაუჭერს კომისიის შექმნას, კომისია შეიქმნება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელისგან, ვახტანგ გომელაურისგან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, დახურულ სხდომაზე ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი.

“როცა სუსი-ს მაშინდელ ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს დახურულ სხდომაზე მოვუსმინეთ, დეპუტატებისთვის ყველა საკითხი ცნობილი გახდა. მათ შორის დიდი დრო დაეთმო მაჩალიკაშვილის საქმის განხილვას. ამ განხილვაზე პასუხი ყველა კითხვაზე მივიღე, რაც მქონდა აღნიშნულ საქმეზე. 50 დეპუტატი მხარს დაუჭერს თუ არა კომისიის შექმნას, ეს რთული სათქმელია, კენჭისყრის დროს გამოჩნდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, პარლამენტის 15 ოქტომბრის ბიუროს დადგენილების პროექტი წარედგინება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს “2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები