დავით ღვინიანიძე: სასიამოვნო ფაქტია, რომ აფხაზი ხელოვანი მამუკა ჩაუშბა ჩემთან ერთად დადგება სცენაზე

27 ოქტომბერს, ნიუ-ორკის ერთ – ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში, „Master Theater „ – იქ, სადაც მსოფლიო ემიგრაციის ისტორიაში ყველა დროის ვარსკვლავს უმღერია და მას ლეგენდარულ დარბაზად მოიხსენიებენ , მსოფლიო დონის ოპერის მომღერლის , ბარიტონ დავით ღვინიანიძის სოლო კონცერტი გაიმართება.

მომღერალი ამბობს, რომ მაყურებელს უამრავ სასიამოვნო სიურპრიზს პირდება, მათ შორის ერთ-ერთი აფხაზ, ნიჭიერ მომღერლთან, მამუკა ჩაუშბასთან ერთად სიმღერაა.

„კაცობრიობა ყველაზე მძიმე პერიოდებში ხელოვნებით პოულობდა მშვიდობის გზას და ნერგავდა სიყვარულს ერთ – ერთი, ასეთი გზა იყო მუსიკის ენა. არა აქვს მნიშვნელობა გესმის თუ არა სიტყვები, ის შენ გეხება. სტენდალი ამბობდა: მუსიკა იძლევა ყველაზე ნათელ განცდებს და მას გადმოაქვს საიდუმლოო”, – საიდუმლო არა, მაგრამ, ნამდვილად სასიხარულო და სასიამოვნო ფაქტია, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს ჩემი გაცნობით და მეგობრობით დაინტერესებული აფხაზი ხელოვანი მამუკა ჩაუშბა ჩემთან ერთად დადგება სცენაზე. ეს მორიგი ფაქტია იმისა , რომ ხელოვნება აერთიანებს ადამიანებს და ყველაფერზე მაღლა დგას. სწორედ ხელოვნების გზავნილია, რომ ჩვენ გვესმის ერთმანეთის. ქვეყნებს შორის ხელოვნება ხომ ყველაზე დიდი პოლოტიკაა. უნიჭიერესი მომღერალი ჩემი ახლო მეგობარი გახდა და ესაა ჩვენი ორივეს მთავარი გამარჯვება”, – აღნიშნავს დავით ღვინიანიძე.

როგორც ცნობილია, „Master Theater „ -ის დარბაზი 1500 მსმენელს იტევს და ბილეთები უკვე გაყიდულია.
მათ კი ვინც, 27 ოქტომბერს კონცერტს ვერ დაესწრება, შესაძლებლობა აქვთ დავით ღვინიანიძის ცენტრს 25 ოქტომბერს ეწვივნონ, რადგან ოპერის მომღერალი სოლო კონცერტამდე საღამოს საუკეთესო ჯაზის შემსრულებლ, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატ უნიჭიერეს ალა რიდთან ერთად გამართავს, რომელიც ებრაელების და ქართველების მრავალსაუკუნოვან მეგობრობას მიეძღვნება. კონცერტი ფილადელფიაში, დავით ღვინიანიძის კულტურის ცენტრში ჩატარდება.

ცნობისთვის, მსოფლიო დონის ოპერის მომღერლის სტატუსის გარდა, დავით ღვინიანიძე საქველმოქმედო ფონდ: ,, მსოფლიო ტალანტების დამფუძნებლი და პრეზიდენტიცაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები