ელენე ხოშტარია კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მსჯავრდადებული ელენე ხოშტარია კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაცია“ვივამედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მედიას დაუდასტურა.
როგორც ცნობილია, კლინიკაში იმყოფებიან ხოშტარიას მკურნალი ექიმებიც.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დამატებით კვლევებს ექიმების, მაკა იოსელიანის და ანი ქავთარაძის მეთვალყურეობით გაივლის, შემდეგ კი მისი მკურნალობის პროცესი დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ორი დღის წინ მიიღო.