ესპანეთში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა
ესპანეთის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში სიცხის ტალღის შედეგად, სულ მცირე, 1 028 ადამიანი დაიღუპა.
მათივე მონაცემების თანახმად, ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება 2025 წლის ივნისის მონაცემებს. ასევე, 2015 წლის შემდეგ ეს ივნისის თვეში სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მეცნიერების თქმით, ევროპის მასშტაბით გავრცელებული სიცხის ტალღა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო ისტორიაში. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და უნგრეთში, ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა.