“ძვირფასო აბიტურიენტებო,
გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას. თქვენს ცხოვრებაში იწყება მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც არა მხოლოდ ცოდნისა და შესაძლებლობების გამოცდაა, არამედ მომავლისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯიც”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი წერს.
პარლამენტის თავმჯდომარი ავიტურიენტებს სიმშვიდეს, თავდაჯერებასა და წარმატებას უსურვებს თითოეულ გამოცდაზე.
“თქვენი შრომა, აუცილებლად, ღირსეულად დაფასდება, ხოლო მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში თქვენი პირადი წარმატებისა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი იქნება.
გისურვებთ წარმატებებს!”, – წერს შალვა პაპუაშვილი.