ლევან მახაშვილი – ოპოზიციაზე: მათ საკუთარი ამომრჩევლის პულსზე არ უდევთ ხელი

“მათ საკუთარი ამომრჩევლის პულსზე არ უდევთ ხელი,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

“ოპოზიციურ პოლიტიკურ ფლანგს და სპექტრს აქვს ერთი ძალიან დიდი მინუსი და ძალიან დიდი პრობლემა, რაც სწორედ ამ ე.წ. დაპირისპირებებში კარგად ჩანს. ეს არის ის, რომ მათ საკუთარი ამომრჩევლის პულსზე არ უდევთ ხელი და მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, რას ფიქრობს საკუთარი ამომრჩეველი. მათთვის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი დამკვეთი არის უცხოეთი, მათი უცხოელი მფარველები, რომელთა დავალების მიხედვით მოქმედებენ”, – აცხადებს ლევან მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები