ზელენსკი: რუსეთი ამაღამ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ამზადებს

რუსეთი ამაღამ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ამზადებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად უტევს, კვირაში ერთხელ ან ორჯერ კი რუსი დამპყრობლები მიმართავენ მასშტაბურ დარტყმებს ასობით დრონისა და სხვადასხვა ტიპის ათობით რაკეტის გაშვებით.

„დღეს არის ინფორმაცია, ძალიან უსიამოვნო, რუსეთის მორიგი ასეთი მასშტაბური დარტყმის მომზადების შესახებ. არსებობს დაზვერვის მონაცემები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები