მაკა ბოჭორიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა

2026 წლის 1 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს და გაფართოების პოლიტიკას.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტის ორმხრივი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პლენარულ სესიაში მისი მონაწილეობის პარალელურად განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები