სომხური მხარე ჟურნალისტების არშემოშვებასთან დაკავშირებით საქართველოს პასუხს ელოდება

საქართველოში სომხური გამოცემის Epress.am-ის სამი ჟურნალისტი სამება-ბავრას მონაკვეთზე, „ნინოწმინდას“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, 11 ოქტომბერს არ შემოუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად სომხური მედია ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, ჟურნალისტებს 4 საათის განმავლობაში მოუწიათ განმარტებების გაკეთება, თუ რა მიზნით შემოდიოდნენ საქართველოში. ჟურნალისტები ახალციხეში, ახალქალაქსა და თბილისში ადგილობრივ ჟურნალისტებთან, უფლებადამცველებთან და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ინტერვიუს ჩასაწერად მოდიოდნენ.

მათი თქმით, ქართველ მესაზღვრეებს განმარტება არ გაუკეთებიათ. მათ უთხრეს, რომ საჭიროა აკრედიტაცია, ინტერვიუს ნებართვა.

ჟურნალისტებმა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ჩააყენეს საქმის კურსში.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე უწყების პრესმდივანმა ანა ნაგდალიანმა განაცხადა, „საელჩო ქართველ კოლეგებს დაუკავშირდა, ჩვენი მიდგომა და პრობლემის არსის შესახებ ვაცნობეთ საქართველოს საგარეო უწყებას“.

ნაგდალიანმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე ქართული მხარისგან განმარტებების მიღებას ელოდება, ამის შემდეგ საელჩო შესაბამის განცხადებას გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები