იენს სტოლტენბერგი: ნატო ევროპაში სახმელეთო ბაზირების ბირთვული რაკეტების განთავსებას არ აპირებს

ნატო შეიარაღების კონტროლის საკითხში რუსეთთან დიალოგისთვის მზად არის, ალიანსს არ სურს ახალი გამალებული შეიარაღება.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლონდონში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 65-ე საპარლამენტო სესიაზე, გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ნატო შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთმა მცირე და საშუალო რადიუსის მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება დაარღვია, მან შეიმუშავა და განათავსა ევროპაში საშუალო რადიუსის მოქმედების რაკეტები.

თუმცა, სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი სარკისებრ ქმედებას არ მიმართავს.

„ნატო ევროპაში სახმელეთო ბაზირების ბირთვული რაკეტების განთავსებას არ აპირებს. არ გვსურს ახალი გამალებული შეიარაღება, რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის ღია ვართ და შეიარაღების ეფექტური კონტროლის, არსენალის შემცირების და გაუვრცელებლობის მომხრე ვრჩებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები