დავით ბაქრაძე: არ მესმის იმ გადაჭარბებული სიფრთხილის, რომელსაც ხელისუფლება იჩენს უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ ესმის იმ უკანდახევის და გადაჭარბებული სიფრთხილის, რომელსაც ხელისუფლება იჩენს.
“უკრაინა არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო, ერი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს მისი ქრისტიანული მიღწევების აღიარებას, ამიტომ მე მესმის ერთი მხრივ ის სიფრთხილე და გონიერება, რასაც საპატრიარქო იჩენს, მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, მაგრამ არანაირად არ მესმის იმ უკანდახევის და გადაჭარბებული სიფრთხილის, რომელსაც ხელისუფლება იჩენს”, – აცხადებს დავით ბაქრაძე.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. საქართველოს საპატრიარქო კი პოზიციის დაფიქსირებისაგან ამ დრომდე თავს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები