გორში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 25 წლამდე მამაკაცი დააკავეს

​​ქალაქ გორის პოლიციამ 25 წლამდე მამაკაცი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა. გორის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე დღეს იმსჯელეს და აღმკვეთი ღონისძიების სახით, დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

როგორც “რეგიონალურ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს,  გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები