აჭარაში ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის მიერ ბათუმში გადაღებული ფოტოების გამოფენა იგეგმება

„ხალხი მოპირდაპირე მხარეს“- ბელგიელი მწერლის ჟორჟ სიმენონის ქართულად თარგმნა იგეგმება. ასევე მწერლის მიერ ბათუმში გადაღებული ფოტოებიც გამოიფინება. ღონისძიებები 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

ამის შესახებ, დღეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ცნობილი მწერლის შვილ ჯონ სიმენონთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საუბარი იყო ბათუმში ჟორჟ სიმენონის ტურისტული მარშრუტის შექმნაზე, მწერლის მიერ საუკუნის წინ ბათუმში გადაღებული უცნობი ფოტოების გადმოცემასა და ასევე, მუზეუმში ჟორჟ სიმენონის კუთხის შექმნასა და კონფერენციის ჩატარებაზე.

ერთკვირიანი ვიზიტისას ჯონ სიმენონმა ბათუმში ის ადგილები მოინახულა, რომელიც ბათუმზე დაწერილ ნოველაშია აღწერილი. ასევე, გაეცნო იმ საარქვიო მასალებს, სტატიებს, რომელიც ჟორჟ სიმენონის ბათუმში მოგზაურობას ასახავს.

ცნობილი მწერლის ბათუმთან დაკავშირებული თემების პოპულარიზაციის მიზნით მთავრობის სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებთან განხილულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე მუშაობა მიმდინარე წელს დაიწყება. სამუშაო ჯგუფში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის ბულვარის, ბათუმის მერიის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის მუზეუმების გაერთიანების მენეჯმენტია გაერთიანებული.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბელგიელი მწერალი ჟორჟ სიმენონსი, ის ბათუმში 1933 წელს, შავი ზღვის გარშემო საკრუიზო მოგზაურობის დროს გაჩერებულა, სწორედ ამის შემდეგ გამხდარა ბათუმი მისი ერთ-ერთი ადრეული ნოველის ,,ხალხი მოპირდაპირე მხარეს“ მოქმედების ადგილი. ჟორჟ სიმენონი ჯამში 200-მდე რომანისა და ნოველის ავტორი გახლავთ, რომლის შემოქმედებაც 550 მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდა და 47 ენაზეა თარგმნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები