ხულოს დრამატულ თეატრში “ბავშვის უფლებათა კოდექსის” განხილვა მოეწყო

ხულოს დრამატულ თეატრში “ბავშვის უფლებათა კოდექსის” ხულოსა და შუახევის საზოგადოების წარმომადგენლებთან პროგრამების საინფორმაციო პრეზენტაცია მოეწყო.

“ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 10 მთავარი პროგრამა მუნიციპალიტეტებისთვის:
1. ბავშვის და ოჯახის მხარდაჭერა

2. მშობლების კონსულტირება

3. ბავშვის ჯანმრთელობის დაცვა

4. ბავშვის განათლების მხარდაჭერა

5. ბავშვის სოციალური აქტივობა

6. ბავშვის მოხალისეობა

7. დედათა და ბავშვთა თავშესაფარი

8. ოჯახის მხარდაჭერის დღის ცენტრი.

9. ძალადობისაგან ბავშვთა დაცვა

10. ბავშვის ფიზიკური აქტივობისა და სპორტული ცხოვრების ხელშეწყობა.

შეხვედრისას მოქალაქეებმა კითხვარების დახმარებით ბავშვთა ის სამი ძირითადი პროგრამა შეარჩიეს, რომელიც მათ ხულოს მუნიციპალიტეტში ყველაზე პრიორიტეტულად მიაჩნიათ.
“ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები