ახალციხის მერია წყორძაში ხანძრით დაზარალებულ ოჯახს 2 000 ლარით დაეხმარა

ახალციხეში, სოფელ წყორძაში, 24 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ცუცქირიძეების ოჯახს მერია 2 000 ლარით დაეხმარა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ დაზარალებული ოჯახის მიმართვის შემდეგ, მათმა წარმომადგენლებმა ზარალი შეისწავლეს და თანხა უკვე ჩარიცხულია.

“ბენეფიციარს გაეწია სოციალური გაცემის წესის თანახმად, ფულადი დახმარება თანხის მაქსიმალური ოდენობით“, – აცხადებენ მერიაში.

ცუცქირიძეების ოჯახში ხანძარი 24 სექტემბერს გაჩნდა. ცეცხლი პირველად ოჯახის დიასახლისმა შენიშნა. საყოფაცხოვრებო ნივთებთან და ბოსელთან ერთად, დაიწვა თივის 400 “პრესი“ და ხის მასალა, რომელიც საქონლის სადგომის გადასახურად სჭირდებოდათ. ოჯახის ზარალმა 10 000 ლარამდე შეადგინა.

საქმეზე ძიება სსკ–ს 187–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები