ანდრეი რუდენკოვი: არსებობს სიმპტომები იმისა, რომ ვითარების „მკვდარი წერტილიდან“ დაძვრა მოხერხდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოვის შეფასებით, ჟენევის დისკუსიების 49-ე რაუნდზე, მხარეებმა „საქართველო-სამხრეთ ოსეთის“ “საზღვარზე” არსებული დაძაბული ვითარებიდან კონკრეტული გამოსავლის მოძებნა ვერ მოხერხდა.

„დღის წესრიგში სოფელ წნელისთან არსებული ვითარება იყო. დისკუსიის ყველა მონაწილემ დაადასტურა დეესკალაციის მზაობა, რომელიც ქართული ბლოკპოსტის განთავსების შედეგად შეიქმნა. ჯერჯერობით საკითხი შემუშავების სტადიაშია“, – აღნიშნა დიპლომატმა.

მისი თქმით, „არსებობს გარკვეული სიმპტომები იმის, რომ ვითარების „მკვდარი წერტილიდან“ დაძვრა მოხერხდება, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე საუბარი ნაადრევია“.

„ქართული საპოლიციო პოსტი არსებობს და ჩვენმა მეგობრებმა სამხრეთ ოსეთიდან სადამკვირვებლო პოსტის განთავსებით უპასუხეს. ვითარება ძალიან დაძაბულია, განხილვა გაგრძელდება“, – აღნიშნა მან.

ანდრეი რუდენკოვი ამიერიდან ჟენევის დისკუსიებსა და რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებაში პრაღაში, რუსეთის წარმომადგენელი იქნება, რადგან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა, ასაკიდან გამომდინარე, თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები