გერმანიაში სინაგოგაში სროლა მოხდა, არიან დაღუპულები – პოლიცია მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

გერმანიის, ქალაქ ჰალეში დაუდგენელმა პირებმა სინაგოგასთან ავტომატიდან ცეცხლი გახსნეს, მათგან ერთ-ერთმა ასევე ებრაული სასაფლაოს მისამართით ყუმბარა ისროლა.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, არიან დაღუპულები, თუმცა მათი რაოდენობა, ჯერჯერობით არ ზუსტდება.

სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედებმა სროლის შემდეგ ადგილი ავტომობილით დატოვეს.

მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ამჟამად, სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები