საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩოხატაურის მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს

0

ჩოხატაურში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა ღია დიალოგის რეჟიმში საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფლების – ზემო სურების, შუა სურების, დიდივანის და ბუკისციხის მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრებზე ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებზე მიაწოდეს.

გარდა ამისა ადგილობრივებს მიეწოდათ ინფორმაცია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც სახელწიფო რეგიონის მასშტაბით ახორციელებს, ასევე რეკომენდაციების შესახებ, თუ როგორ ებრძოლონ მავნებელს მექანიკური მეთოდებით საცხოვრებელ სახლებში.

მოსახლეობისთვის პრიორიტეტული ხის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია.

აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება.

შეხვედრებს პარლამენტის წევრები – გია ვოლსკი, ნინო წილოსანი, გია გაჩეჩილაძე, თემურ ჭკუასელი, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი