ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მანქანაში ორი ადამიანი იჯდა. ავტომობილის მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, გულისხმობს.