დარჩება თუ არა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე – შალვა თადუმაძის განმარტება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მის კანდიდატურას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს, გაუჩნდება საფიქრალი თუ სად გააგრძელოს საქმიანობა.

ამის შესახებ თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეპუტატის მიერ დასმული შესაბამისი შინაარსის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“საინტერესო კითხვაა და ალბათ საფიქრალიც გამიჩნდება. მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ერთი და იგივე კატეგორიის პროფესიონალიზმია მოსამართლის სტატუსი და გენერალური პროკურორი, თუმცა არ ვაკნინებ ჩემს დღევანდელ თანამდებობას. ყველა იურისტისთვის ცნობილია, რომ მოსამართლე არის უმაღლესი სტატუსი და ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არის მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც არ აკმაყოფილებს გენერალური პროკურორის შუამდგომლობას – რაც მოსამართლის აღმატებულობაზე მიუთითებს.

არ ვფიქრობ, რომ გენერალური პროკურორობა არის ის სტანდარტი, რომელიც აპრიორი მოსამართლეობის სტანდარტია, თუმცა ლეგიტიმაციის საკითხში საფიქრალი გამიჩნდება, რომ დავრჩე იმ პოზიციაზე რაზეც ვარ. ჯერ არ მაქვს მოფიქრებული”, – განმარტა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები