შალვა თადუმაძე: ქმნიან ლეგენდას, რომ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი და ეყოლება უდიპლომო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თავის იურიდიულ განათლებაზე ისაუბრა.
 
როგორც მან აღნიშნა, გარკვეულ ადამიანთა ჯგუფი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რომ საქართველოში გენერალური პროკურორი უდიპლომოა. მისივე განცხადებით, არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ვერ დაასაბუთებს, რომ მას იურიდიული განათლება არ აქვს.
“წელიწადნახევარია, ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, შექმნას ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი, ახლა არის მცდელობა, შექმნან ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ეყოლება უდიპლომო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
 
1998 წელს არ დასრულებულა ჩემი იურიდიული განათლება და მერე ამ სფეროში საქმიანობა. მესმის ეს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესია, ამას კიდევ დავუბრუნდები ამ გასაუბრების ფარგლებში. 18 წლის მანძილზე, როდესაც ვმუშაობდი იურისტად, არასდროს ჩემი დიპლომი ეჭვის ქვეშ არ დამდგარა. ჩემი დიპლომი ავტობიოგრაფია და ჩემი ინტერესები დაფიქსირებული მქონდა ყველგან, არასოდეს ჩემი დიპლომი ეჭვის ქვეშ არ დამდგარა“, – განაცხადა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები