ევროპის მოედანზე დაგეგმილი ახალი ავტობუსების პრეზენტაციის გამო, მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 საათზე, თბილისის მერიას ევროპის მოედანზე დაგეგმილი აქვს ახალი ავტობუსების პრეზენტაცია, რის გამოც, ღონისძიების დასრულებამდე, მოძრაობა შეიზღუდება:

– ვახტანგ გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის გავლით, ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით;

– წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან მიმავალი ტრანსპორტის ნაკადი გვირაბის გავლით იმოძრავებს კომპანია “სოკარის” ცენტრალური ოფისის მიმართულებით, პატარა გვირაბიდან კი ევროპის მოედნის მიმართულებით;

– ევროპის მოედანზე შეზღუდული იქნება წრიული მოძრაობა, რის გამოც ნაკადი იმოძრავებს მარცხნივ, გვირაბის ან ღვინის აღმართის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები