სომხეთში აცხადებენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, მოსკოვს შესაძლოა ორმაგი სტანდარტი ჰქონდეს

სომხეთი, შესაძლოა, ორმაგი სტანდარტების წინაშე აღმოჩნდეს, – მიიჩნევს სომხეთის ანალიტიკური ცენტრის “ორბელის” ექსპერტი ტარონ ოვანესიანი.
მაგალითად მას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსხვავებული რეაქცია მოჰყავს, რომელიც სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება. 5 აგვისტოს სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა სტეპანაკერტში სიტყვით გამოვიდა, სადაც მათ შორის თქვა, რომ “არცახი – სომხეთია. წერტილი”. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ოქტომბერში ფაშინიანის სიტყვებს გამოეხმაურა და თქვა, რომ მთიან ყარაბაღთან მიმართებით ზოგიერთი გამონათქვამი, კერძოდ, რომ “არცახი სომხეთია”, “პოლიტიკური პროცესის ფორმირებისთვის საჭირო გარემოს ვერ ქმნის”.
ოვანესიანი აღნიშნავს, რომ ლავროვის განცხადებაში საინტერესოა ის, რომ მან ყარაბაღი კოსოვოს შეადარა. ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ “ჩვენთვის არანაკლებ მომგებიანი იქნება, თუ არცახი კოსოვოს ბედს გაიზიარებს და მის დამოუკიდებლობას გაეროს წევრთა უმრავლესობა აღიარებს”.
ოვანესიანის აზრით, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიდგომა ფაშინიანის განცხადების მიმართ ცალმხრივი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ “უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სულ მცირე 10-ჯერ თქვა, რომ კონფლიქტის მოგვარებაში ძირითადია სამხედრო ფაქტორი”. “თუმცა რუსეთის საგარეო უწყების მხრიდან მსგავსი რეაქცია არ მოგვისმენია. ამიტომ, არსებობს საფრთხე იმის, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ორმაგ სტანდარტებთან, რაც არ უნდა იყოს მინსკის ჯგუფის წევრი-ქვეყნის მხრიდან”, – განაცხადა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები