დონალდ ტრამპის გარდა კიდევ ვინ არ მიულოცა დაბადების დღე ვლადიმერ პუტინს?

კრემლში აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებისგან დონალდ ტრამპისგან და ვოლოდიმირ ზელენსკისგან მისალოცი ბარათები არ მიუღიათ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ამასთან, მან დაუშვა ალბათობა იმის, რომ მილოცვა შესაძლოა დაგვიანებითაც მოვიდეს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 7 ოქტომბერს იუბილარი იყო, მას 67 წელი შეუსრულდა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პირველ პირს იუბილე აზერბაიჯანის, ბელარუსის, თურქმენეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის და სერბეთის პრეზიდენტებმა მიულოცეს.
გარდა ამისა, კრემლში სატელეფონო ზარი შევიდა ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტისგან ნურსულთან ნაზარბაევისგან, ისრაელის და სომხეთის პრემიერებისგან და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისგან ტომას ბახისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები