პრეზიდენტი თამთა თოდაძეზე შესაძლო ძალადობის ფაქტს ტვიტერზე გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის მხრიდან თანაშემწეზე თამთა თოდაძეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს ტვიტერზე გამოეხმაურა.

“#MeToo არის საქართველოშიც. თბილისის საკრებულოს დეპუტატი ექვემდებარება გამოძიებას მისი თანაშემწის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობისთვის, არ უნდა მოითმინოთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

“MeToo” არის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიის ჰეშთეგი.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები