მიენიჭება თუ არა მტირალას, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები საქართვლოში იმყოფებიან.

ისინი საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, უნიკალურ ტყეებს ეცნობიან.

მიიღებენ თუ არა რეგიონში არსებულ მტირალას, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მათ მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით გადაწყდება.

“საქართველოში ჩამოვედით რათა შევაფასოთ კოლხური და ჭარბტენიანი დაცული ტერიტორიები. ჩვენ მოვინახულეთ ნომინირებული ტერიტორიების შვიდი კომპონენტი, ადგილზე გავეცანით დაცული ტერიტორიების კონსერვაციისა და დაცვის ხარისხს. შევაფასეთ მენეჯმენტის ეფექტურობა. ეს პროცესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს“- განაცხადა ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტმა ენჯი სთრიამ.

აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ გუშინ მტირალას ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა ბოცვერი და დათვი დააფიქსირა.

როგორც “რეგიონულ კვირას”  პარკის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბოცვერი რამდენიმე წელია აღნიშნულ ტყე-პარკში არ დაფიქსირებულა. რამდენიმე დღის წინ დათვი მაჭახლის ეროვნულ პარკშიც დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები