ამერიკის პრეზიდენტი თურქეთს ეკონომიკის განადგურებითა და ჩამოშლით ემუქრება

„როგორც მე ერთხელ უკვე განვაცხადე და ახლა კიდევ გავიმეორებ, რომ თურქეთი თუ ისეთ რამეს გააკეთებს, რომელიც გადავა ყველანაირ საზღვრებს, მთლიანად გავანადგურებ და ჩამოვშლი თურქეთის ეკონომიკას, რაც ერთხელ უკვე გავაკეთე“ ,-  წერს დონალდ ტრამპი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

მისი თქმით, თურქეთი, ევროპა და სხვა ქვეყნები უნდა დააკვირდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავებულ მებრძოლებსა და მათ ოჯახებს.

„აშშ-მა გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ამას ვინმე ელოდებოდა, მათ შორის 100 %-ით დაამარცხა „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატი. ახლა, დროა, რეგიონში სხვებმა, ვისაც დიდი შესაძლებლობები გააჩნია, დაიცვან საკუთარი ტერიტრორიები“, – წერს დონალდ ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები