“წარმოვიდგინე, რომ მეც ერთ დღეს სკოლიდან ასე გამაცილებენ” – ლადო აფხაზავა რცხმელურის საჯარო სკოლაში პედაგოგთა საპატიო გაცილების საღამოს დაესწრო

ლენტეხის მუნიციპალიტეტის რცხმელურის საჯარო სკოლაში შვიდ პენსიონერ პედაგოგს, რომლებმაც სკოლა დატოვეს, საზეიმო გაცილება მოუწყვეს. საღამოზე სტუმრად იმყოფებოდნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა და ეკატერინე წულუკიძე-მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულის წევრი,მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიას ქართული ენის წამყვანი მასწავლებელი.

პედაგოგების სკოლიდან გაცილების საღამოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი და რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ქარდავაც ესწრებოდნენ.
ლადო აფხაზავამ რცხმელურის საჯარო სკოლის შვიდივე პენსიონერი პედაგოგი ეროვნული ჯილდოს სიმბოლური სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა და თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მთელ საქართველოში აცილებენ იმ ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებსაც ჯილდო გადასცათ სახელმწიფომ, ეს დიდი პატივი და აღიარებაა მათთვის
“ძალიან ემოციური იყო ჩემთვის ეს საღამო, მე წარმოვიდგინე ჩემი თავი, რომ ოდესღაც მეც დავბერდები და გამაცილებენ სკოლიდან, შვიდივე პედაგოგი იყო შთამაგონებელი თავისი პრაქტიკით, განვლილი ცხოვრებით. მე მინდა მათ წარმატებები ვუსურვო, ისინი არასოდეს დაშორდებიან მშობლიურ სკოლებს და ზოგიერთ შემთხვევაში კოლეგებსაც დაეხმარებიან გაკვეთილის ჩატარებაში,მე ალბათ ცოტა ხანში განათლების სამინისტროში შევალ ინიციატივით, რომ მასწავლებლები, რომლებიც ჯილდოთი გათავისუფლდნენ და წავიდნენ სახლებში, მინდა, რომ ამ მასწავლებლებმა მომავალ თაობებს უჩვენონ რა არის საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობა. მინდა, რომ ეს პედაგოგები როგორც მოხალისეები, ისე შემობრუნდნენ სკოლებში, რადგან მიუხედავად ჯილდოსა და დაფასებისა, მათ მაინც უმძიმთ სკოლების დატოვება. მათ უყვართ და მოსწონთ ეს გარემო, ეს კედლები, უყვართ ბავშვები და მათი ჟრიამული, ამიტომ თუ სურვილის მიხედვით რამდენიმე მასწავლებელი მოხალისედ დაიწყებს სკოლებში მუშაობას, ეს ძალიან კარგი იქნება“,– აღნიშნა ლადო აფხაზავამ.

ხათუნა ტვილიდიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორი სწორედ იმ პედაგოგების აღზრდილია, რომლებსაც ის დღეს საზეიმოდ სკოლიდან აცილებს და ამბობს, რომ ეს დღე დიდი ემოციით და სიხარულის ცრემლით იყო დატვირთული, წელს, 4 წავიდა რცხმელურის საჯარო სკოლიდან, შარშან 3 მათგანი და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ოთხმა აიღო ფულადი ჯილდო,მაინც სკოლას ედგნენ გვერდით.
“ამ პედაგოგებმა თავიანთი ცხოვრებით დაამტკიცეს, რომ მათთვის ყველაზე დიდი ჯილდოს მომავალი თაობების აღზრდაა. მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული ღვაწლისთვის. მართალია ეს ფულადი ჯილდო უკვე დაერიცხათ, მაგრამ ფულზე მეტად მათი დაფასების საკითხია მნიშვნელოვანი. ცრემლნარევი სიხარული იყო და ყველანი დავიტვირთეთ სიხარულით.
ძალიან გაგვახარა ლადო აფხაზავას სტუმრობამ, საყვარელი და გულჩვილი ადამიანი აღმოჩნდა. ლადომ საქართველოში და მსოფლიოში ყველაზე მეტად გაუწია პოპულარიზაცია პედაგოგის საპატიო პროფესიას. ამ დღით ჩვენ ვიამაყებთ ძალიან დიდხანს და ტრადიციად ვაქცევთ პედაგოგთა ღვაწლის დაფასებას“,- ამბობს ხათუნა ტვილდიანი.
რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღვაწლმოსილი პედაგოგების პატივსაცემად თავიანთი ძალებით ორგანიზებული კონცერტი გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები