სოფელ ალმატის საბავშვო ბაღი უფუნქციოდაა დარჩენილი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის საბავშვო ბაღი დროებით დახურულია.

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც 20 ბავშვია რეგისტრირებული, დროებით უფუნქციოდაა დარჩენილი.

“რეგიონულ კვირასთან” მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი აღნიშნავს, რომ პროცესი შეჩერებული რამდენიმეჯერ ჩაშლილი ტენდერის გამოა.

ზაზა ზაუტაშვილის განმარტებით, ბაღის მოსწავლეები მეზობელ სოფლებში, საბუესა და გრემში არიან გადანაწილებული.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარების გამო მშობლები უკმაყოფილებას არ გამოთქვამენ და ბაღის სრულ რეაბილიტაციას მოთმინებით ელოდებიან.

“ტენდერი რამდენიმეჯერ ჩაიშალა, რის გამოც ალმატის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია გადაიდო, თუმცა ბავშვები სოფელ გრემში და საბუეში არიან გადანაწილებულები. ტენდერის გამოცხადებიდან 4 თვეში მოხდება სარემონტო სამუშაოების დასრულება. ბაღი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით რემონტდება”- აღნიშნა ზაუტაშვილმა.

როგორც აღმოჩნდა, სოფელ ალმატის საბავშვო ბაღზე ტენდერი უკვე ორჯერ ჩაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები