ცხინვალის ცენტრალური ქუჩა ვლადიმირ პუტინის სახელობის გახდა
ცხინვალის ერთ-ერთი ქუჩა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სახელობის გახდა. როგორც ქალაქის ე.წ. მერმა ალან კოჩიევმა თქვა, გადაწყვეტილებას მხარი კომისიის ყველა წევრმა დაუჭირა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება პუტინის დაბადების დღეზე იქნა მიღებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხალხის მადლიერების ნიშნად.
პუტინის სახელობის ქუჩაზე საუნივერსიტეტო კომპლექსი, დიდების ხეივანი, ე.წ. რესპუბლიკის სტადიონი, ავტოსადგური მდებარეობს.
ვლადიმირ პუტინი დაბადების დღეს 7 ოქტომბერს აღნიშნავს.