ლონდონის ნაწილი პარალიზებულია, დაკავებულია 135 ადამიანი

ლონდონში ეკომოძრაობა Extinction Rebellion-ის 135 მონაწილეა დაკავებული, თუმცა აქცია სამართალდამცველებთან შეტაკების გარეშე მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მსოფლიოს რამდენიმე მსხვილ ქალაქში გარემოს დაბინძურებას აპროტესტებენ. აქტივისტები ლონდონის ქუჩების ბლოკირებას ახდენენ რაც ტრანსპორტს გადაადგილებას აფერხებს.

მსგავსი აქციები ლონდონში აგვისტო-სექტემბერშიც იმართებოდა. აქტივისტები რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდნენ ჰითროუს აეროპორტის ბლოკირებას.
პოლიციას ამ ხნის განმავლობაში ათასამდე აქტივისტი ჰყავს დაკავებული, თუმცა მათზე მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები