ხელისუფლების წარმომადგენლები ე. წ სასაზღვრო ზოლის მიჯნაზე არსებული ოთხი სოფლის პრობლემებს გაეცნენ

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი, საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ე. წ სასაზღვრო ზოლის მიჯნაზე არსებული ოთხი სოფლის : ატოცის, ბერძენაულის, ბრეძისა და ჭვრინისის მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ.

მათი თქმით, მოისმინეს ადგილობრივების პრობლემები და ეცდებიან უმოკლეს დროში მოაგვარონ.

“ვაგრძელებთ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს ე.წ საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას შევხვდით . ძირითადად პრობლემები სასმელ და სარწყავ წყალს უკავშირდება და ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოვუგვაროთ ადგილობრივებს აღნიშნული პრობლემები” – განაცხადა ქარელის მაჟორიტმა დეპუტატმა გიორგი თოთლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები