“საზოგადოება უკვე კარგად არის გათვითცნობიერებული, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოში მხოლოდ პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას და ესკალაციის ხელშეწყობას ემსახურება” – ქადაგიშვილი
“საზოგადოება უკვე კარგად არის გათვითცნობიერებული იმაში, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები, სამწუხაროდ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას და ესკალაციის ხელშეწყობას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
“მათ დამარცხება იგემეს არჩევნებში, შემდეგ დამარცხდნენ რევოლუციისა და გადატრიალების მოწყობის საქმეში და ახლა ასეთი ფუჭი რეზოლუციების საშუალებით ცდილობენ, რომ საქართველოში ეს რევოლუციის ნარჩენები რამენაირად აცხოვრონ და აცოცხლონ”, – აღნიშნავს ქადაგიშვილი.