რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, კრწანისთან მინივენი მამაკაცს დაეჯახა. როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.