თელავში ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი კლინიკაშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მან სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.