გოგი მეშველიანმა და ბუბა გობეჯიშვილმა სოფელ ბოლნისის, ფოლადაურის, ზემო ბოლნისისა და სამწევრისის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი – გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე – ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე – თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად სოფელ ბოლნისს, ზემო ბოლნისს, სამწევრისსა და ფოლადაურს ესტუმრნენ.
საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინეს.
გოგი მეშველიანმა და ბუბა გობეჯიშვილმა სოფლის მაცხოვრებლებს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები