გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდნენ

ტელეკომპანია “ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე უკვე მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ლაფერაშვილი და უდუმაშვილი, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან დაბარებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები