ზაალ უდუმაშვილი პროკურატურაში დაბარებაზე: რა კითხვები უნდა ჰქონდეთ გაუგებარია
რა კითხვები უნდა ჰქონდეს პროკურატურას ჩემს მიმართ გაურკვეველია, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ექს-მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
“არანაირი სტატუსით არ ვარ დაბარებული. “რუსთავი 2″- ში მუშაობის პერიოდს რაც შეეხება შემიძლია ყველა კითხვაზე გავცე პასუხი. მართლა გაურკვეველია რა კითხვები შეიძლება იყოს ჩემს მიმართ. მე ვიყავი არხის გენერალური დირექტორის მოადგილე და კოორდინირებას ვუწევდი საინფორმაციო, საზოგადოებრივ სოციალურ მიმართულებებს. ამ მიმართულებით რა კითხვები უნდა ჰქონდეთ გაუგებარია”, – განმარტა ზაალ უდუმაშვილმა.
გენერალური პროკურატურაში ზაალ უდუმაშვილი გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს.
საგამოძიებნო უწყების ინფორმაციით, საქმე სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას ეხება.