გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე არიან დაბარებულნი.

ძალოვანი უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი გამოკითხვაზე დღეს არიან დაბარებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები