პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ პროკურატურა უკვე დატოვა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ პროკურატურა უკვე დატოვა.

გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 28 აგვისტოს მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

საგამოძიებო უწყებამ გაბუნიას კითხვები ერთხელ უკვე დაუსვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები