ნატო “ცივი ომის” დროიდან ევროპაში ყველაზე მასშტაბურ სწავლებას გამართავს
ნატო “ცივი ომის” დროიდან ევროპაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებას გამართავს, – განაცხადა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ამერიკელმა კონგრესმენმა, შეირაღების საკითხთა კომიტეტის წევრმა ჯონ გარამედიმ.
ამასთან მას არ დაუზუსტებია რა ვადით იგეგმება სწავლება.
კონგრესმენმა აღნიშნა, რომ სწავლების მიზანია – “ჩვენი თავდაცვის განმტკიცება და მოკავშირეების ურთიერთქმედების უზრუნველყოფა”.
გარამედიმ განმარტა, რომ სწავლების დროს ნატოს იმ ევროპელი ქვეყნების მხარდაჭერის დემონსტრირება მოხდება, რუსეთის შეკავების საკითხში.