სოჭში რუსი, სლოვენიელი და ბრიტანელი ათლეტები ჩავიდნენ
სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი კვირა დარჩა. სპორტსმენების ნაწილი სოჭში უკვე ჩავიდა, მათ შორის არიან რუსი, სლოვენიელი და ბრიტანელი ათლეტები. მათ მალე დანარჩენი ქვენებიდანაც შეუერთდებიან. ქალაქში განსაკუთრებით არის გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები, ვინაიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედმა რადიკალურმა მებრძოლებმა ტერაქტებისა და თავდასხმების შესახებ არაერთი მუქარა გაავრცელეს. საფრანგეთის სპორტის მინისტრი ვალერი ფურნეირონი აცხადებს, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე ფრანგი სპორტსმენების დასაცავად საფრანგეთის ჟანდარმერიის სპეციალური ჯგუფები იზრუნებენ.